საჯარო ინფორმაცია
შეთანხმების ანკეტა-მემორანდუმი
ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) ახორციელებს პროექტს – „რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“, რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორების ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში. პროექტის ფარგლებში LDA Georgia-სა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. პროექტის ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენს ინფორმირების სისტემის ამოქმედება, რომლის მიზანია მოქალაქეთა/მეწარმეთა/ფერმერთა დროული ინფორმირებულობა, ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბება და აღნიშნული ჯგუფებისათვის შეტყობინებების დაგზავნის სისტემის დანერგვა. პროექტი „რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
ყურადღება!
თუ გსურთ დროულად მიიღოთ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხებსა და პროექტებზე, ქვემოთ მოცემული თემებიდან აირჩიეთ და მონიშნეთ (ერთი ან რამდენიმე) თქვენთვის სასურველი.
ინტერესის მონიშვნა
მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემი (ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტა), რომელზეც გსურთ, რომ მიიღოთ თქვენს მიერ არჩეულ საკითხზე ინფორმაცია:

ვეთანხმები, მივიღო შეტყობინება ტელეფონზე/ელექტრონულ ფოსტაზე ჩემს მიერ ზემოთ არჩეულ საკითხებზე.


პარტნიორები