რატი ნამგალაძე

 

დაიბადა ქალაქ ამბროლაურში, 1965 წლის 5 სექ­ტემბერს.

 

1982 წელს დაამთავრა ამბროლაურის N1 სკოლა.

 

1982 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1987 წელს მშენებელ­-ინჟინერის სპეციალობით.

 

იმავე წელს დაიწყო მუშაობა ქ.თბილისის მერიის ტრესტ „თბილბინრემმშენში“.

 

1995­-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადა­სახადო ინსპექციის ოპერატიულ დეპარტამენტში.

 

1999­-2003 წლებში საქმიანობა გააგრძელა საქართ­ველოს კონტროლის პალატის რაჭა­-ლეჩხუმისა და ქვემო

სვანეთის ბიუროში, ამბროლაურში.

 

2000­-2003 წლებში სწავლობდა თბილისის ეკოლო­გიურ­-ეკონომიკური ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგაც დაბრუნდა ამ­ბროლაურში და მუშაობა გააგრძელა ამბროლაურის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში.

 

2003 წელს მუშაობდა ამბროლაურის საოლქო­-სა­გადასახადო ინსპექციის აუდიტის სამმართველოში ინსპექტორად.

 

2004-­2008 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო­-საგადასახადო ინსპექციის აუდიტის სამმართველოში უფ­როს ინსპექტორად.

 

2005 წელს დაამთავრა თბილისის ყურძნის, ხილ­-ბოსტნეულის გადამუშავების, საქონელმცოდნეობისა და

სპეციალისტთა გადამზადების ინსტიტუტის მეღვინეობა­-მევენახეობის ფაკულტეტი.

 

2008-2014 წლამდე მუშაობდა ამბროლაურში, შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოში.

 

2014 წლიდან დღემდე არის ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი.