საკრებულოს ოთხმოცდამეორე რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს   ოთხმოცდამეორე რიგგარეშე სხდომა

12 ოქტომბერს 15საათზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს ოთხმოცდამეორე რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
 ოთხმოცდამეორე რიგგარეშე სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა.  

სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი:

  1. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ონფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი” (შემდგომ - წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების  და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ - მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.

2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ და ბეჭდური სახით გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.

3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს შესაბამის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების ვალდებულებისგან.

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

Back to Top