ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონის პროექტის განხილვა ქალაქ ამბროლაურის მერიაში

ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონის პროექტის განხილვა ქალაქ ამბროლაურის მერიაში

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში 24 ოქტომბერს, „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიაზე იმსჯელეს. 
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის კონცეფცია, სტრუქტურა და მიმართულებები გააცნო, რომლის დახვეწის პროცესი ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს.
კანონპროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის მხარდაჭერით მომზადდა, რომელიც მიმართულია ნადირობის სფეროს უფრო ეფექტურად მართვასა და ორგანიზებაზე.
კანონპროექტის პირველადი ვერსიის ფართო საჯარო განხილვები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ყოველმხრივ შეჯერებული და ეფექტური ნადირობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განვითარებას საქართველოში. 
კანონპროექტის მომზადების პორცესში ჩართულნი დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და სამონადირეო საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები იყვნენ.

Back to Top