,,ხვანჭკარის“ ადგილწარმოშობის კანონზე მუშაობა დაიწყო

,,ხვანჭკარის“ ადგილწარმოშობის კანონზე მუშაობა დაიწყო

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე საქ–სტანდარტის გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ გოგილიძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან გიორგი სამანიშვილთან ერთად რეგიონში არსებული ღვინის ქარხნების წარმომადგენლებს და ადგილობრივ მევენახეებს შეხვდა.

შეხვედრის ძირითად მიზანს ღვინო ,,ხვანჭკარის“ ადგილწარმოშობის კანონის დანერგვასთან დაკავშირებით არსებული პროცედურების განხილვა წარმოადგენდა. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჟიშის ყურძნის სრულად გადამუშავებას ადგილზე და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დამზადებას მხოლოდ სპეციფიკურ ზონებს შიგნით. ეს ხელს შეუწყობს როგორც ღვინის ხარისხის დაცვასა და ფალსიფიკაციის აღმოფხვრას, ისე სამუშაო ადგილების შექმნას და ტურისტების რაოდენობის გაზრდას.

იმისთვის რომ ძალაში შესვლის შემდეგ კანონს ჰქონდეს შესაბამისი ეფექტი, საჭიროა რეგიონში არსებობდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ღვინის ქარხნები, სადაც შესაძლებელი იქნება ე.წ. ,,ხვანჭკარის“ ჯიშების სრულად გადამუშავება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღვინის დამზადება. 
ადგილწარმოშობის კანონის წინამოსამზადებელ პერიოდში შეიქმნება ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი და მოხდება ყველა იმ გამოწვევის განხილვა და შეფასება, რომელიც კანონის ამუშავებას შეიძლება ახლდეს.

Back to Top