მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მომზადების შესახებ სამუშაო შეხვედრა

მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მომზადების შესახებ სამუშაო შეხვედრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მომზადება, რომლის მიხედვითაც მომავალში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამების განსაზღვრა მოხდება. 
დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების მიხედვით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს ექსპერტულ დახმარებას გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შერჩეული ,,საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ექსპერტები გაუწევენ.

Back to Top