საკრებულოს ოთხმოცდამესამე  მორიგი სხდომა

საკრებულოს ოთხმოცდამესამე  მორიგი სხდომა

28 ოქტომბერს, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს ოთხმოცდამესამე  მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას ესწრებოდა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი რატი ნამგალაძე.
  ოთხმოცდამესამე მორიგ სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

  1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის 9 თვის გეგმის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება.

  2. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ 2016 წლის 01 იანვრიდან 01 ოქტომბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა და შეფასება.

მერის ინიცირებით  ოთხმოცდამესამე   მორიგ  სხდომაზე დამატებით  განსახილველ  საკითხებად  წარმოგიდგენილი იქნა ოთხი საკითხი:

  1. „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  სოციალური დაცვის  პროგრამა და  ბენეფიტის გაცემის წესი“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

  2. „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

  3. ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის “ქალაქ ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს   2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N141 განკარგულებაში  ცვლილების შეტანის შესახებ“.

  4. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ქალაქ ამბროლაურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური-ს 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის  25 დეკემბრის N146 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის 9 თვის გეგმის შესრულების ანგარიში და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ 2016 წლის 01 იანვრიდან 01 ოქტომბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში დადებითად იქნა შეფასებული. ხოლო ზემოთაღნიშნული სხვა საკითხები საკრებულოს წევრებმა განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

Back to Top