ამბროლაურში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა

ამბროლაურში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა

გერმანული ორგანიზაცია ,,DVV International“ საქართველოს ოფისის ორგანიზებით, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 10 ნოემბერს, ქალაქ ამბროლაურში კოსტავას N39-ში, ახალი საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა.
ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარება–გაძლიერება და პროფესიული კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა იქნება. 
განათლების ახალი ცენტრი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს უფასოდ აიმაღლონ კვალიფიკაცია სხვადასხვა მიმართულებით და შრომის ბაზარზე გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები. გარდა ამისა შეიქმნება 10–მდე სამუშაო ადგილი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
პროექტს რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი“ განახორციელებს.

Back to Top