პროექტი ,,ოჯახის ექიმთა ცოდნის ამაღლება ონკოლოგიის საკითხებში“

პროექტი ,,ოჯახის ექიმთა ცოდნის ამაღლება ონკოლოგიის საკითხებში“

ქალაქ ამბროლაურის მერიისა და სახელმწიფო-რწმუნებული გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით დღეს 14 ნოემბერს, ქალაქ ამბროლაურში გაიმართა შეხვედრა თემაზე: ,,ოჯახის ექიმთა ცოდნის ამაღლება ონკოლოგიის საკითხებში“. ღონისძიებას, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თომაშ პერნიცკი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე და ქალაქ ამბროლაურის მერი რატი ნამგალაძე ესწრებოდა.
შეხვედრის მიზანი საქართველოში, კიბოს ინციდენტობის, კიბოთი გამოწვეული ავადობის და სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირება, კიბოს პრევენციასა და ადრეული გამოვლენის ღონისძიებებში პირველადი ჯანდაცვის მუშაკთა როლის გაძლიერება და ასევე კიბოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გახლდათ. პროექტი სამ ეტაპად მიმდინარეობს და პალიატიური მზრუნველობის თემით დასრულდება.
პროექტი ხორციელდება საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფითა და მხარდაჭერით.

Back to Top