საკრებულოს ოთხმოცდამეოთხე რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს ოთხმოცდამეოთხე რიგგარეშე სხდომა

21 ნოემბერს 15საათზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს ოთხმოცდამეოთხე რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
ოთხმოცდამეოთხე რიგგარეშე სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა. რიგგარეშე სხდომას ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი რატი ნამგალაძე და მოადგილე ზვიად მხეიძე ესწრებოდა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი:
1. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტოირიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა და დაფინანსების წესი“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

Back to Top