სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017-ის გახსნა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017-ის გახსნა

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, 3 დეკემბერს ქალაქ ამბროლაურში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ჩატარდა გარბენი სასკოლო სპორტის დღის აღსანიშნავად და მონაწილეობა ქალაქ ამბროლაურის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. პროექტის მიზანი და ძირითადი ამოცანაა ხელი შეეწყოს სკოლის მოსწავლეთა მასობრივ ჩართულობას სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში. ამ მიზნის მისაღწევად დედაქალაქსა და ქვეყნის ცხრა რეგიონულ ცენტრში (მცხეთა, გორი, თელავი, ახალციხე, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური.) ჩატარდა სიმბოლური გარბენი ,,სასკოლო სპორტის დღის“ აღსანიშნავად, ხოლო ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017-ის მუნიციპალური შეჯიბრებები გეზრბენში (კროსში). საზეიმო ვითარებაში აღმართულ იქნა დროშა, რომელიც საქართველოს ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს მიეძღვნა.

Back to Top