საკრებულოს ოთხმოცდამეექვსე რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს ოთხმოცდამეექვსე რიგგარეშე სხდომა

23 დეკემბერს 15საათზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს ოთხმოცდამეექვსე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ოთხმოცდამეექვსე რიგგარეშე სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა. რიგგარეშე სხდომას კი ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი რატი ნამგალაძე ესწრებოდა. 
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვარის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
4. სსიპ საქართველოს მუნიცპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისთვის კომპაქტორიანი მანქანისა და ნარჩენების კონტეინერების შესასყიდად სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე;
5. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N144 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
6. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო დაწესებულების ქალაქ ამბროლაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N145 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
7. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ამბროლაურის კულტურის ცენტრის“ 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N137 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
8. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სახელოვნებო სააღმზრდელო დაწესებულების ქალაქ ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N138 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
9. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N141 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
10. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ ამბროლაურის საცურაო აუზის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N142 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
11. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ამბროლაურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N146 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
12. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ჭიდაობის კლუბი ,,ფალავანი-ს“ 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

Back to Top