წიგნის ,,როსტომ გოგოლაძე" პრეზენტაცია

წიგნის ,,როსტომ გოგოლაძე

14 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა წიგნის „როსტომ გოგოლაძის" პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა საქველმოქმედო ფონდ ,,ქართული გალობის" თანადგომით. საპატიო სტუმრების რანგში კი, სახელმწიფო-რწმუნებული გუბერნატორის მოადგილე არჩილ ჯაფარიძე, ქალაქ ამბროლაურის მერი რატი ნამგალაძე და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ესწრებოდნენ. 
2013 წელს ფონდმა რაჭული სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის, როსტომ გოგოლაძეს ქართული სიმღერის მოამაგის წოდება მიანიჭა. 
გამოცემა ეძღვნება როსტომ გოგოლაძის მიერ დაარსებული ანსამბლის – „საგალობლის“ – 45 და თავად მაესტროს 70 წლისთავს. წიგნში აღწერილია ლოტბარ როსტომ გოგოლაძის მიერ განვლილი ვრცელი შემოქმედებითი გზა. რაჭული სიმღერის ძიების, აღდგენა-გადარჩენის ურთულესი პროცესი, „საგალობლის“ შექმნისა და მოღვაწეობის ისტორია, წინამორბედთა და ანსამბლის წევრთა შემოქმედებითი ბიოგრაფიები. ასევე მკითხველი გაეცნობა რაჭული ფოლკლორის ორ გამორჩეულ ფენომენს –სანახშოსა და გუდასტვირს.
წიგნში უხვადაა ფოტო და დოკუმენტური მასალები, ერთვის აუდიოალბომი.
პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ ანსამბლი "საგალობელი" და გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი.

Back to Top