საკრებულოს ოთხმოცდამეშვიდე მორიგი სხდომა

საკრებულოს ოთხმოცდამეშვიდე მორიგი სხდომა

30 დეკემბერს, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს ოთხმოცდამეშვიდე მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას ესწრებოდა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი რატი ნამგალაძე.
ოთხმოცდამეშვიდე მორიგ სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიც იქნა დამტკიცებული. (იხილეთ დეტალურად) https://matsne.gov.ge/ka/document/view/3526441

1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცება;
2. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივადმცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცება;
3. ქალაქ ამბროლაურის ,,საპატიო მოქალაქის" წოდების მინიჭების თაობაზე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პროგრამის დამტკიცება;
4. ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსების თაობაზე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პროგრამის დამტკიცება;
5. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სპორტულ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცება;
6. განათლების სფეროში წოდებების მინიჭების თაობაზე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პროგრამის დამტკიცება;
7. კულტურისა და სპორტის სფეროში წოდებების მინიჭების თაობაზე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პროგრამის დამტკიცება;
8. ,,ქალაქზე მზრუნველის“ წოდების მინიჭების თაობაზე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პროგრამის დამტკიცების შესახებ;
9. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ამბროლაურის კულტურის ცენტრის" 2017 წლის პროგრამის დამტკიცება;
10. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სახელეოვნებო სააღმზრდელო დაწესებულება ,,ქალაქ ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის" 2017 წლის პროგრამის დამტკიცება;
11. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ამბროლაურის ჭიდაობის კლუბი ფალავანის" 2017 წლის პროგრამის დამტკიცება;
12. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ამბროლაურის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის" 2017 წლის პროგრამის დამტკიცება;
13. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" 2017 წლის პროგრამის დამტკიცება;
14. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ამბროლაურის საცურაო აუზის" 2017 წლის პროგრამის დამტკიცება;
15. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სახელოვნებო სააღმზრდელო დაწესებულების ,,ქალაქ ამბროლაურის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის" 2017 წლის პროგრამის დამტკიცება;
16. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების" 2017 წლის პროგრამის დამტკიცება;
17. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო დაწესებულების ,,ქალაქ ამბროლაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;
18. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ამბროლაურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ 2017 წლის პროგრამის დამტკიცება;
19. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;
20. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017-2020 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, პრიოროტეტის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ;
21. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცება.

საკრებულოს წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

Back to Top