„ქალაქ ამბროლაურის საპატიო მოქალაქე" დავით(დათუნიკა) სხირტლაძე

„ქალაქ ამბროლაურის საპატიო მოქალაქე

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,, N83 განკარგულების“ საფუძველზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ,,N2 ბრძანებით“ დავით (დათუნიკა) სხირტლაძეს მიენიჭა „ქალაქ ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდება. 
წოდებისა და დაწესებული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი დაგეგმილი გახლდათ საახალწლო საღამოს, ღონისძიების მსვლელობის დროს. დატრიალებული სამწუხარო ფაქტის გამო, წერილობითი სახით გვიხდება ინფორმაციისა და გადაწყვეტილების გაჟღერება.
კიდევ ერთხელ, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, დავით( დათუნიკა) სხირტლაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. 
შეგახსენებთ „ქალაქ ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, პროფესიისა, საზოგადოებრივ–პოლიტიკური შეხედულებისა, რელიგიური მრწამსისა, თუ მის მიერ საჯაროდ გამოთქმული შეხედულებები არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ერთიანობას და სუვერენიტეტს, საზოგადოდ აღიარებულ ეთიკურ ნორმებს და ზნეობრივ პრინციპებს. 
„ქალაქ ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე წყვეტს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

Back to Top