ამბროლაურის აეროპორტი გაიხსნა

 ამბროლაურის აეროპორტი გაიხსნა

საქართველოში იწყება განვითარების ეტაპი, რომლის მსგავსი მასშტაბები ქვეყანას არ ახსოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალის გახსნისას განაცხადა.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ახალი სიცოცხლე - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ამბროლაურის საერთაშორისო სტანდარტების აეროპორტის გახსნა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მთავრობის უდიდესი გეგმებისა, რომელთა განხორციელებაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. 
ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრია და საწყის ეტაპზე მოემსახურება 19-ადგილიან საჰაერო ხომალდებს. ტერმინალი 600 კვ.მ-ია და 50-მდე მგზავრის ერთდროულად მიღება შეუძლია.
► აეროპორტის ინფრასტრუქტურა იმგვარად არის დაპროექტებული და აგებული, რომ მომავალში, მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში, გარკვეული რეკონსტრუქციის შედეგად, შესაძლებელი იყოს გაზრდილი ტევადობის (30-50 მგზავრი) საჰაერო ხომალდების მიღება.

Back to Top