საკრებულოს ოთხმოცდამეცხრე რიგგარეშე სხდომა

 საკრებულოს ოთხმოცდამეცხრე რიგგარეშე სხდომა

17 იანვარს, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს ოთხმოცდამეცხრე რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომას ესწრებოდა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი რატი ნამგალაძე.
ოთხმოცდამეცხრე რიგგარეშე სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
2. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტოირიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამისა და დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისათვის კომპაქტორიანი მანქანისა და ნარჩენების კონტეინერების შესასყიდად სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის N82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

Back to Top