საკრებულოს სხდომაზე მერის 2016 წლის ანგარიში მოისმინეს

საკრებულოს სხდომაზე მერის 2016 წლის ანგარიში მოისმინეს

27 იანვარს, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს ოთხმოცდამეათე მორიგ სხდომაზე ქალაქის მერის მიერ, 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. საკრებულოს სხდომაზე ანგარიში ქალაქის მერმა რატი ნამგალაძემ წარადგინა. ოთხმოცდამეათე მორიგ სხდომას
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 
 1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2016 წელში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა და შეფასება.
2. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ამბროლაურის ჭიდაობის კლუბის ფალავანი“ მიერ 2016 წლის მეორე ნახევარში გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა და შეფასება.
3. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო დაწესებულების ,,ქალაქ ამბროლაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ მიერ 2016 წლის მეორე ნახევარში გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა და შეფასება.
4. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ამბროლაურის საცურაო აუზის" მიერ 2016 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა და შეფასება.
ხმათა უმრავლესობით საკრებულოს წევრების მიერ, მერის ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ, დადებითად იქნა შეფასებული.

Back to Top