საქართველოს მოხალისე

საქართველოს მოხალისე

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წლიდან დაიწყო ,,მოხალისეობის განვითარების პროგრამის - საქართველოს მოხალისე“ განხორციელება. პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

მოხალისეობის ერთიანი ეროვნული ბაზა შეიქმნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის “მოხალისეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში. ბაზის შექმნის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, აქტიური ახალგაზრდების გამოვლენა და ჩართულობა სხვადასხა ტიპის პროგრამებში და ღონისძიებებში. სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით მოხდება ბაზაში იმ ახალგაზრდების დარეგისტრირება, ვისაც სურვილი აქვს მოხალისეობრივ საწყისებზე მონაწილეობა მიიღოს როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს მასშტაბით სხადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ბაზაში დარეგისტრირება შესაძლებელია 2017წლის 10 თებერვლიდან, ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორის ვებ-გვერდზე  http://youth.gov.ge/home.

Back to Top