საკრებულოს თავმჯდომარის 2016წლის ანგარიში

 საკრებულოს თავმჯდომარის 2016წლის ანგარიში

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2016 წელში გაწეული საქმიანობის შესახებ.

პატივცემულო კოლეგებო, ბატონო ქალაქის მერო, მოწვეულო სტუმრებო!

სამი წელი გავიდა ამბროლაურისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან. ამ ხნის მანძილზე, შეიძლება თამამად ითქვას, თითქმის მთლიანად შეიცვალა ქალაქის იერ სახე. მას შეემატა არა ერთი მშვენიერი ნაგებობა, განხორციელდა რამდენიმე ათეული ინფრასტრუქტურული პროექტი. გალამაზდა ქალაქის ქუჩები, მოედნები, სკვერები. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამბროლაური ნამდვილად გადაიქცა თანამედროვე ტიპის მშვენიერ ქალაქად, რაშიდაც უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის როგორც ჩვენი ქვეყნის ისე სამხარეო ადმინისტრაციის ხელნმძღვანელობას.

ჩვენს ძალისხმევასთან ერთად სწორედ მათი ერთად დიდი ყურადღების და მზრუნველობის შედეგია, რაც ბოლო წლებში განხორციელდა ქალაქ ამბროლაურში, რისთვისაც საკრებულოს სახელით დიდი მადლიერება მინდა  გამოვხატო მათ მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქალაქ ამბროლაურისათვის გასული 2016 წელი. საუკუნის მოვლენაა და მომავალ თაობებს საამაყოდ გადაეცემა ქალაქში ,,ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის’’ საზეიმო კურთხევა, მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის რამდენიმედღიანი სტუმრობა რაჭაში, ასევე საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონ გიორგი კვირიკაშვილის, სხვა საპატიო სტუმრების საქმიანი ვიზიტები და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული აეროდრომის მშენებლობა, რაც არაერთ სიკეთეს მოუტანს ქალაქს, მთლიანად რაჭას და ჩვენს რეგიონს.

გასული წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს-საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები, რომელიც, როგორც მთელ საქართველოში, ჩვენს ქალაქშიც მაღალ დონეზე ჩატარდა. ჩვენმა მოსახლეობამ საბოლოოდ თქვა უარი ყოველგვარ ძალადობასა და უსამართლობაზე და აირჩია ხელისუფლება, რომელიც ნამდვილად ქვეყნის მომავალსა და ხალხის კეთილდღეობისათვის ზრუნვითაა ორიენტირებული. ქვეყანაში შექმნილია აღმშენებლობის მშვიდი და ხელსაყრელი ატმოსფერო, შეუქცევადია საქართველოს არჩევანი, იზრდება მისი ავტორიტეტი ევროპულ    გაერთიენებებსა და სტრუქტურებში.

ბატონებო,

             ქალაქ ამბროლაურის საკრებულოს პირველი მოწვევის 15 წევრიანი შემადგენლობა თავისი უფლებამოსილების მეოთხე წელს იმავე შემართებითა და ენთუზიაზმით ხვდება  რითაც ფუნქციონირება დაიწყო.  ჩვენ შევქმნით მყარი სამართლებრივი ბაზა ქალაქის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ქალაქის წარმომადგენლობითსა და აღმასრულებელ ორგანოებს შორის არის აზრთა სრული თანხვედრა, ურთიერთპატივისცემა, კოლეგიალობა, სადავო საკითხების ცივილიზებული გადაწყვეტის უნარი და რაც მთავარია ერთობლივი ზრუნვა და ძალისხმევა ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და კეთილმოწყობისათვის.

ქალაქის საკრებულო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს რეგლამენტით,  სხვა საკანონმდებლო აქტების ნორმებით რომელთა საფუძველზეც 2016 წელში მიღებულ იქნა შემდეგი ნორმატიული აქტები:

- ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.

- ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებებს და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პრაქტიკულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ.

- ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ.

- ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების თაობაზე.

- ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

- ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირების სტატუსის მისანიჭებლად და აღსადგენად წარსადგენ დოკუმენტებზე რეგულაციების დადგენის შესახებ.

- ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) სანებართვო მოწმობის გამოყენების აღრიცხვა ანგარიშების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმის დამკიცების შესახებ.

- ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი (უპირობო) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი (უპირობო) ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე.

- ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის და ქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამის და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

გარდა ამისა ცვლილებები იქნა შეტანილი 29 ნორმატიულ აქტში. მათ შორის 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში  11 ჯერ სამედიცინო მომსახურების პროგრამაში 4-ჯერ, სოციალური დაცვის პროგრამაში 2-ჯერ. სულ 2016 წელში მიღებულ იქნა 42 ნორმატიული  აქტი (საკრებულოს დადგენილება).

საანგარიშო პერიოდში სათანადო ყურადღება ექცეოდა როგორც საკრებულოს ისე მისი ბიუროსა და კომისიების საქმიანობის დაგეგმვას. ყოველ კვარტლურად ხდებოდა სამუშაო გეგმების შედგენა, განხილვა და დამტკიცება. მათში გათვალისწინებული იყო თვითმმართველობის წინაშე მდგარი აქტუალური და გადაუდებელი პრობლემები. მათი სამართლებრივი რეგულირება, სამუშაო გეგმების შედგენა, ხდებოდა დროულად და კოლეგიალურად.

ადგილი არ ჰქონია საკრებულოს სხდომების ჩაშლას ქვორუმის არ არსებობის გამო, სხდომების დაგვიანებით დაწყებას ან გადადებას, არ დარღვეულა რეგლამენტის მოთხოვნები. როგორც მორიგი ისე რიგგარეშე სხდომების ჩატარების დროს საკითხების განხილვისას იმართებოდა საქმიანი დებატები, რომელიც ზოგჯერ ცხარე კამათში გადადიოდა, მაგრამ არასოდეს დრღვეულა საკრებულოს წევრის ეთიკის ნორმები და პროცედურული პროცესები.

2016 წელში გაიმართა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31 სხდომა, მათ შორის 12 გეგმიური, 19 რიგგარეშე, 18 რიგგარეშე სხდომა მოწვეულ იქნა ქალაქის მერის, ხოლო ერთი საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით. სხდომებზე განხილულ იქნა 102 საკითხი, მიღებულ იქნა 42 დადგენილება და 100 განკარგულება. დადგენილებების, იგივე ნორმატიული აქტების თაობაზე ზემოთ მოგახსენეთ. განკარგულებებიდან მუნიციპალური ქონების პრივატიზების და გამოყენება განკარგვის საკითხებს შეეხება 12, თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანანმდებობის პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ანგარიშების შეფასებას 25, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების პროგრამების დამტკიცებასა და მათში ცვლილებების შეტანა 47,  საკრებულოს სამუშაო გეგმების შედგენას   4, სხვა დანარჩენ

საკრებულოს სხდომებზე მოსმენილ და შეფასებულ იქნა მერიის სამსახურების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ანგარიშები, მათ მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე. ყოველკვარტალურად იხილებოდა მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა სათანადო ყურადღება ეთმობოდა საკრებულოს მუშაობას საჯაროობას. ყველა სხდომა ჩატარდა ღიად ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა საკრებულოს სხდომებს და კანონის შესაბამისად რეგლამენტის დაცვით წერილობით თუ ზეპირად გამოეხატა თავისი დამოკიდებულება განსახილველი საკითხის მიმართ.

საკრებულოს სხდომების ჩატარების თაობაზე  განსახილველი საკითხების ჩამონათვალთან ერთად ინფორმაცია დროულად ქვეყნდებოდა როგორც პროაქტიულად ისე საკრებულოს შენობის ვესტიბიულში. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ნებისმიერ მოქალაქეს, სამუშაო საათების ნებისმიერ დროს, შეუძლია შეხვდეს საკრებულოს თანამდებობის პირებს, ხოლო თვეში ერთხელ საკრებულოს წევრებს. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ჩვენი ამომრჩევლები ყოველდღე ხვდებინ საცხოვრებელ ადგილზე თავიანთ დეპუტატებს, საკრებულოს სხვა წევრებს და საკრებულოს იშვიათად სტუმრობენ.

2016 წლის ოქტომბერში საკრებულოს წევრებმა ანგარიშები ჩააბარეს თავიანთ ამომრჩევლებს. შეხვედრებში მონაწილე ამომრჩევლებმა დიდი მადლიერება გამოხატეს ქალაქში განხორცილებული კეთილმოწყობის სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გამო და დადებითად შეაფასეს გაწეული საქმიანობა. ამასთან გულახდილად ისაუბრეს გადასაწყვეტ პრობლემებზე და დააყენეს მოსაგვარებელი საკითხები, სახელდობრ:

  • მ. კოსტავას და ბრატისლავა რაჭის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი  საცხოვრებელი სახლების სახურავის შეკეთება, ფასადების და სადარბაზოების კეთილმოწყობა;
  • მ. კოსტავას ქუჩაზე მარტივი ტიპის სასპორტო მეოდნის ტრენაჟორთან სკამების დადგმა;
  • შ. რუსთაველის ქუჩის სანიაღვრე არხების გადახურვა, ქუჩის ბოლომდე მოასფალტება და ჩიხების მოწყობა, მიწისქვეშა მილის გამოცვლა, უკანონო ნაგავსაყრელების დახურვა და ,,მწოლიარე პოლიციელების“ დამონტაჟება;
  • აკ. წერეთლის ქუჩაზე ,,მწოლიარე პოლიციელების“ დამონტაჟება ხვანჭკარის და ს. შარაბიძის ქუჩების სანიაღვრე არხების გაწმენდა და ბოლომდე გადახურვა;
  • აღმაშენებლის ქუჩის კანალიზაციის მოწესრიგება და სკვერის მოწყობა;
  • თამარ მეფის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებზე გარე განათების მოწესრიგება;
  • ქალაქის საბილიარდო დარბაზის მოწყობა;
  • მდ. კრიხულას კალაპოტის რეგულაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა;
  • ექვთიმე აღმსარებლის ქუჩის კეთილმოწყობა;
  • იაკობ გოგებაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება;
  • კ. გამსახურდიას ქუჩაზე ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილზე ფანჩატურის მოწყობა, მეორე შესახვევის თავზე გამავალი დაზიანებული წყლის მილის შეკეთება;
  • პ. მელიიქიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხის გადახურვა ამავე ქუჩის ბოლოს სანიაღვრე არხის გაღრმავება წყალმოვარდნისაგან დაცვის მიზნით;
  • გრ. ხუციშვილის ქუჩაზე სასპორტო ტრენაჟორების მოწყობა;
  • ბრატისლავა რაჭის ქუჩაზე მდებარე 48 ბინიანი სახლის ეზოს კეთილმოწყობა და სარდაფიდან წყლის ამოტუმბვა;
  • ალ. გურგენიძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოში სასპორტო ტრენაჟორების მოწყობა, პირუტყვების სადგომების გადატანა, საცხოვრებელი კორპუსებიდან მოშორებით და ქალაქის ცენტრამდე ავტობუსის დანიშვნა.

ამომრჩევლებმა მათ მიერ დაყენებულ წინადადებებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები. მიმდინარე წელს შესაძლებლობის მიხედვით მათი უმრავლესობა გათვალისწინებული იქნება ქალაქის აღმასრულებელი ორგანოს - მერიის მიერ ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოების დაგეგმვისას.

საკრებულოს წევრებს ვთხოვ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში და პერიოდულად მიაწოდონ ამომრჩევლებს მათ მიერ დაყენებულ წინადადებების რეაგირების მდგომარეობის შესახებ.

რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული სხდომათა გრაფიკის მიხედვით წარმართავდა საქმიანობას საკრებულოს ბიურო. ადგილი არ ჰქონია ბიუროს სხდომების გადადების ან ჩაშლის შემთხვევებს მაღალი იყო ბიუროს წევრების აქტივობა. 2016 წელში ჩატარდა საკრებულოს ბიუროს 43 სხდომა, მათ შორის 24 გეგმიური, 19 კი რიგგარეშე გეგმიურ სხდომებზე განხილულია 118 საკითხი რიგგარეშე სხდომებზე 78. სულ 196. ბიუროს გადაწყვეტილებით ხდებოდა საკრებულოს მორიგი და რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგის პროექტების შედგენა-გამოქვეყნება, საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმების დამტკიცება და ა.შ.

საკრებულოს ყველა წევრი, თავმჯდომარის და მისი მოადგილის გარდა გაერთიანებული არიან ორ-ორ კომისიაში. კომისიები თავიანთ საქმიანობას წარმართავდნენ ძირითადად საკრებულოსბიუროს მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმების და თავმჯდომარის ბრძანებით შედგენილი სხდომათა გრაფიკის შესაბამისად. კომისიების საქმიანობას უშუალოდ ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი დავით ვაჩაძე.

კომისიის სხდომებზე იხილებოდა და საკრებულოს სხდომებისათვის მზადდებოდაროგორც სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული ისე უფლებამოსილი პირების მიერ ინიცირებული საკითხები. კომისიების დასკვნები, რეკომენდაციები და წინადადებები წარედგინებოდა საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს და ქალაქის მერს.

საკრებულოს კომისიების მიერ 2016 წლებში გაწეული საქმიანობის ანალიზი ასეთია.

სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთოკის კომისია შედგება 5 წევრისაგან. კომისია ზედამხედველობას უწევდა საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული საპროცედურო საკითხების დაცვას და ასრულებდა ასევე დამატებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებს. კომისიას 2016 წელში ჩატარებული აქვს 28 სხდომა, მათ შორის24 გეგმიური, 4 რიგგარეშე. განხილული აქვს 52 საკითხი, აქედან 30 გეგმიური, 22 უფლებამოსილი პირების მიერ ინიცირებული.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია შედგება 7 წევრისაგან, კომისია ზედამხედველობს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და მის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ ების საფინანსო -საბიუჯეტო პროცესების მართვას. კომისია ყოველკვარტლურად იხილავდა მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის შესრულების შედეგების და  ა(ა)იპ ების ხელმძღვანელთა ფინანსურ ანგარიშებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას 2016 წელში ჩატარებული აქვს 31 სხდომა, მათ შორის 24 გეგმიური, 7 რიგგარეშე. განხილული აქვს 99 საკითხი, მათ შორის 67 გეგმიური, 32 ქალაქის მერიის ინიცირებული.

  • -ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია შედგება 4 წევრისაგან. კომისიას ჩატარებული აქვს 27 სხდომა, მათ შორის 24 გეგმიური და 3 რიგგარეშე განხილული აქვს 37 საკითხი, აქედან 29 გეგმიური, 8 უფლებამოსილი პირების მიერ ინიცირებული.

ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია შედგება 4 წევრისაგან, კომისიას ჩატარებული აქვს 27 სხდომა, მათ შორის 24 მორიგი, 3 რიგგარეშე, 20 უფლებამოსილი პირების მიერ ინიცირებული.

სოციალურ საკითხთა კომისია შედგება 6 წევრისაგან, კომისიის სამუშაო გეგმები მოიცავს თვითმმართველობის სოციალური პროგრამებისა და ყველა ა(ა)იპ ის საქმიანობის საკითხებს. 2016 წელში კომისიას ჩატარებული აქვს 30 სხდომა, მათ შორის 24 გეგმიური, 6 რიგგარეშე, სხდომებზე სულ განხილულია 80 საკითხი, აქედან 53 გეგმიური, 27 უფლებამოსილი პირების მიერ ინიცირებული.

საკრებულოში შექმნილია ერთი ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ მასში გაერთიანებულია საკრებულოს 7 წევრი. ფრაქცია საქმიანობას წარმართავს თავისი დებულებისა და პოლიტიკური პლატფორმის შესაბამისად. 2016 წელში გაიმართა ფრაქციის 14 სხდომა, განხილულია 39 საკითხი. მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოხატულია ფრაქციის თვალსაზრისი და პოზიციები თვითმმართველობის წინაშე მდგარი პრობლემების მიმართ.

საკრებულოს ერთ-ერთი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია თავმჯდომარის ბრძანება. 2016 წელში კანონმდებლობის დაცვით სხვადასხვა საკითხებზე გამოცემულია 83 ბრძანება. მათ შორის: საკრებულოს რიგგარეშესხდომების მოწვევის თაობაზე 19 საკრებულოს თანანმდებობის პირებისა და საჯარო მომსახურეთა მატერიელურ წახალისებაზე 3. საკრებულოს ბიუროს და კომისიებს სხდომების გრაფიკის დამტკიცებაზე 8, შვებულებებზე 24, მივლინებაში წასვლაზე 10 , უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების გაცემაზე 12, საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩეველთა მიღების გრაფიკის დამტკიცებაზე 4, მოხელეთა დანიშვნაზე 1, გამოცემულ ბრძანებებში ცვლილებების შეტანაზე 2.

  •  

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებიდან -19

სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროდან - 10

სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნედან - 10

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ცენტრიდან - 10

არასამეწარმეო ორგანიზაციებიდან - 15

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოდან - 5

ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან- 7

მოქალაქეებიდან - 6

სამხარეო ადმინისტრაციიდან - 1

სხვა დანარჩენი - 17

ყველა წერილზე კანონმდებლობის დაცვით მოხდა დროული და კომპეტენტური რეაგირება.

რაც შეეხება საკრებულოდან გაგზავნილ წერილებს სხვადასხვა ადრესატებზე, მათი რაოდენობა 149 შეადგენს.

მათ შორის :

საქართველოს პრეზიდენტს 1; პრემიერ მინისტრს 1; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 1;

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს- 96

სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს - 3

სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს -10

არასამთავრობო ორგანიზაციებს - 12

ა(ა)იპ ებს - 3

სსიპ ეროვნულ არქივს - 4

მოქალაქეებს -3

სხვა დანარჩენს - 15

სულ დოკუმენტის ბრუნვამ შეადგინა 319 , 2015 წელთან შედარებით 20-ით ნაკლები.

2016 წელში სამსხურებრივი მიზნებით სხვადასხვა უწყებებში მივლინებულ იქნა7პირი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად მომზადდა და გაიცა 12 საჯარო ინფორმაცია აქედან 6 გაეგზავნა არასამთავრობო ორგანიზაციებს. 3 - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს. 1 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, 2 რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 1 ერთიან ნაციონალური მოძრაობის ამბროლაურის რაიონულ ორგანიზაციას. საჯარო ინფორმაციები შეეხებოდა კადრების მოძრაობისა და ფინანსურ საკითხებს.

საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ მინისტრს და სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დროულად გაეგზავნა ანგარიში ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წ. გაცემული საჯარო ინფორმაცის თაობაზე.

საქმისწარმოების წესების მოთხოვნათა შესაბამისად მოწესრიგებულია საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციის მოსახლეობასთან შეხვედრების ოქმების წარმოება. საკადრო სფეროში დაინერგა ელექტრონული საქმისწარმოება. ელექტრონულად დამუშავდა საჯარო მოხელეთა საკადრო მონაცემები, პირადი საქმეები. პერიოდულად ხდება მათი განახლება. 2016 წელში სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამებით კვალიფიკაცია აიმაღლა საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებმა, ხოლო ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაიარა ორკვირიანი სწავლება ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში და მაღალი შეფასება დაიმსახურა.

პატივცემულო კოლეგებო და სტუმრებო!

მიმდინარე 2017 წელი განსაკუთრებული უნდა იყოს ჩვენს საქმიანობაში. წელს შემოდგომაზე ჩატარდება თვითმმართველობის მორიგი არჩევნები, რაც დიდი ამოცანების წინაშე გვაყენებს. უნდა გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს ქალაქის კეთილმოწყობის, მისი იერ სახის კიდევ უფრო გალამაზების და გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფაცხოვრების დონისამაღლების მიზნით თითოეული ჩვენგანის საქმიანობა, რათა კიდევ უფრო პირნათელი წარვსდგეთ ჩვენი ამომრჩევლების და საერთოდ ქვეყნის წინაშე.

მწამს ეს წელი იქნება უფრო დიდი აღმშენებლობის, როგორც ჩვენი ქალაქის ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მწამს ქალაქ ამბროლაურში მუნიციპალიტეტის საკრებულო მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესაბამისად უფრო თვალსაჩინო წვლილს შეიტანს ქალაქის კეთილმოწყობის, მისი სოციალურ ეკონომიკური განვითარების და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის გაუმჯობესების საქმეში.

გისურვებთ წარმატებებს.

 

მადლობა ყურადღებისთვის.

 

ასლან საგანელიძე

Back to Top