ქალაქის ხელმძღვანელებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

ქალაქის ხელმძღვანელებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა რატი ნამგალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ მხარის გუბერნატორთან პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ქალაქ ამბროლაურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელ ქალბატონებს, საავადმყოფოს მედ–პერსონალსა და სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის მორიგე მანდილოსან მედიკოსებს, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი პირადად მიულოცეს და თაიგულები გადასცეს. გუბერნატორმა სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ქალაქ ამბროლაურის მერიის მიერ ახალად გარემონტებული, კეთილმოწყობილი სასწრაფო დახმარების შენობა დაათვალიერა, რომელიც ექსპლუატაციაში უახლოეს პერიოდში შევა და მედ–პერსონალს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის პირობებში მუშაობის საშუალება ექნებათ.

Back to Top