რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის დირექტორს კონსტანტინე კანდელაკს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნანა სოხაძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები. 
სამუშაო შეხვედრის ძირითად მიზანს ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის ფარგლებში მემორანდუმის შემუშავება და მომავალში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების განხილვა წარმოადგენდა. 
აღნიშნული მემორანდუმი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, რეგიონში ტურიზმისა და კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

Back to Top