ტრეინინგ-სემინარი თვითმმართველობების წარმომადგენელ პირებს

ტრეინინგ-სემინარი თვითმმართველობების წარმომადგენელ პირებს

   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რეფორმების ცენტრის ,,CEGSTAR“ -ის კოორდინაციით, მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით , ქალაქ ამბროლაურში ჩატარდა ტრეინინგ- სემინარი თემაზე : "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციონალური შესაძლებლობები, გაძლიერება ფისკალური და სააღრიცხვო სისტემების გაუმჯობესება“, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესაბამისად, პროგრამული ბიუჯეტირებისა და აღრიცხვიანობის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვას.
აღნიშნული პროექტი 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო, სადაც პირველ ეტაპზე განხორციელებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობების საჭიროებების შეფასება, სამოქმედო გეგმისა და თემატიკის დაზუსტება. ამჟამად კი მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების მონაწილეობით საორიენტაციო გაცნობითი შეხვედრები, სადაც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გადიან პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებსა და გადამზადების პროგრამების შინაარსს.

Back to Top