კულტურის სტრატეგიის რეგიონული სამოქმედო გეგმების განხილვა

კულტურის სტრატეგიის რეგიონული სამოქმედო გეგმების განხილვა

სახელმწიფო-რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით 22 მარტს, ქალაქ ამბროლაურში,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფმა სკაიპ-კონფერენცია გამართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი უძღვებოდა.
კონფერენციაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა განიხილეს და გაეცნენ ისეთ თემებს, როგორიცაა კულტურის სტრატეგიის რეგიონული სამოქმედო გეგმების შემუშავება - პრინციპები და მეთოდოლოგია.
ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა, ასევე, ევროპის საბჭოს არსებულ მარშრუტებთან გაწევრიანება და სამომავლო გეგმები. 
სამინისტრომ წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას ის მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა რეგიონისთვის. 
კულტურის სტრატეგია 2025 არის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დაგეგმვის გრძელვადიანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.
დოკუმენტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა. 
 

Back to Top