12 თვითმმართველი ქალაქის მერმა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი

12 თვითმმართველი ქალაქის მერმა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი

  ქუთაისის მერიამ ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა.

 კონფერენცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტ „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით იმართება. შეხვედრის მიზანი თვითმმართველი ქალაქების საერთო ინტერესის საკითხების განხილვაა. ასევე ქალაქის და სივრცითი განვითარების სტრატეგია, ხარისხის მართვის სისტემები, პროგრამული ბიუჯეტირება, მონაწილეობითი მექანიზმების ჩათვლით, ერთობლივი საინვესტიციო პროექტები და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.

კონფერენცია ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა.
კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის არიან: ყველა თვითმმართველი ქალაქის მერი, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე თბილისი მერიის, პარტნიორი არასამთვრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსისტთა ასოციაციის თანამშრომლები, დონორები, ა.შ.

წლევანდელი კონფერენცია 2016 წლის ივნისში, ქ. ქუთაისის მერიის ორგანიზებით და GGI-ის, GIZ-ის და UNDP-ის მხარდაჭერით გამართული რეგიონალური კონფერენციის გაგრძელებაა, სადაც მოხდა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა 12 თვითმმართველი ქალაქის მერის მიერ. აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობას ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, მათ შორის ერთობლივი საინვესტიციო პაკეტის შემუშავებას, მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ტურიზმის შესახებ ინფორმაციის გაცვლას და ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განხორციელებას.

Back to Top