რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა

რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა

აღდგომის დღესასწაულის მოახლოვებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში სკვერები, მოედნები და ტურისტული ადგილები პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად დასუფთავების აქციაში ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია მოგმართავთ თხოვნით – ნუ დავაბინძურებთ გარემოს! ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მხარის სისუფთავესა და სილამაზეზე! #ნუდააბინძურებგარემოს #სუფთაქალაქი #ქალაქიამბროლაური

Back to Top