გუბერნატორმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ჩაატარა

გუბერნატორმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ჩაატარა

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 26 აპრილს მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში გუბერნატორთან და გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და ქალაქ ამბროლაურის მერიის ხელმძღვანელები შედიან.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს. 
გუბერნატორმა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაზე ინფორმაციები უშუალოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან მოისმინა. 
აღნიშნული საკითხების გარდა სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტების 2017 წლის პირველი კვარტლის ბიჯეტების პარამეტრები, საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირველი და მეორე ხარისხის მერქმნით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებები, მუნიციპალიტეტების გამგეობებში არსებული ,, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების“ კომისიების მიერ გაწეული სამუშაოები, წვევამდელთა საგაზაფხულო გაწვევის მდგომარეობა და სხვა...

Back to Top