დასუფთავების აქცია ,,სუფთად ევროპისკენ"

დასუფთავების აქცია ,,სუფთად ევროპისკენ

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეუერთდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების მასშტაბური აქციის კვირეული ეწყობა. ერთი კვირის განმავლობაში დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. აქციას დღეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც შეუერთდნენ და ქალაქის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით – ნუ დავაბინძურებთ გარემოს! ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავესა და სილამაზეზე!
#სუფთადევროპისკენ #ევროპისკენ #იზრუნეგარემოზე #Earthday#დედამიწისდღისკვირეული

Back to Top