LEGO-ს სათამაშოების გადაცემა ბავშვებისათვის

 LEGO-ს სათამაშოების გადაცემა ბავშვებისათვის

   დანიური კომპანია ,,ფეა თრიიზ ფაუნდეიშენის“ წარმომადგენელმა საქართველოში ქალბატონმა ჟანა ბაბუნაშვილმა, ქალაქ ამბროლაურის საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად LEGO- ს ფირმის ფროდუქცია გადასცა. 
 LEGO არის კომპანია, რომელიც მდებარეობს ქ. ბილუნდში (დანია), რომელიც 1932 წლიდან ხის სათამაშოებს აწარმოებს, ხოლო 1947 წლიდან ლეგოს კომპანიამ დაიწყო პლასტმასის სათამაშოების გამოშვებაც და დღესდღეისობით იგი მსოფლიო ბაზარზე წარმატებული მოასპარეზეა.
ეს არის სპეციფიკური გეომეტრიული და არაგეომეტრიული ფიგურებისგან შესადგენი კონსტრუქტორები, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა სააზროვნო და გონების სავარჯიშო დეტალისაგან. სახელწოდება LEGO წარმოიქმნა დანიური ფრაზიდან "leg godt", რომელიც ქართულად ჟღერს: #ითამაშეკარგად.

Back to Top