საკრებულოს ოთხმოცდამეჩვიდმეტე რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს ოთხმოცდამეჩვიდმეტე  რიგგარეშე სხდომა

10 მაისს 15საათზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს ოთხმოცდამეჩვიდმეტე  რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
 ოთხმოცდამეჩვიდმეტე რიგგარეშე სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი:

1. ქალაქ ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას, კოსტავას, რუსთაველისა და ხუციშვილის ქუჩების მიმდებარე ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულების დადებაზე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

Back to Top