საკრებულოს ოთხმოცდამეთვრამეტე რიგგარეშე სხდომა

 საკრებულოს ოთხმოცდამეთვრამეტე რიგგარეშე სხდომა

18 მაისს 15საათზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს ოთხმოცდამეთვრამეტე რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
ოთხმოცდამეთვრამეტე რიგგარეშე სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა. ხოლო სხდომას ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად მხეიძე ესწრებოდა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი:
1. საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ კონსულტაციის მიზნით, ქალაქ ამბროლაურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ წინადადებების განხილვა.

2014 წელს დაწყებული რეფორმა იყო წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შექმნა ძლიერი ფუნდამენტი თვითმმართველობის განვითარებისათვის. სამწლიანმა პრაქტიკამ გამოკვეთა სისტემის დახვეწის აუცილებლობა – დეცენტრალიზაცია რჩება მთავრობის პრიორიტეტად დემოკრატიული განვითარებისა და ევროპასთან დაახლოების გზაზე.
მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება.

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს და სხდომის ოქმში დაფიქსირებულ იქნა მათი მოსაზრებები წერილობითი სახით.

Back to Top