სტიქიამ ამბროლაურის აეროპორტის დამცავი კედელი დააზიანა

 სტიქიამ ამბროლაურის აეროპორტის დამცავი კედელი დააზიანა

   20 მაისს მოსულმა უხვმა ნალექმა რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც სავარგულების და სახნავ–სათესი მიწების ნაწილი დაიტბორა. 
მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა ამბროლაურის აეროპორტის დამცავი კედლის ნაწილი და გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა. 
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ამბროლაურის აეროპორტის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონში იმყოფებოდა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. 
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებულ იქნა შესაბამისი ტექნიკა. გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტებში შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სწავლობენ ადგილზე არსებულ მდგომარეობას.

Back to Top