რაჭაში ოფთალმოლოგიური ოპერაციები ჩატარდა

 რაჭაში ოფთალმოლოგიური ოპერაციები ჩატარდა

სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით რაჭაში, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ოფთალმოლოგიური ოპერაციები (კატარაქტას ექსტრაქცია, ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლით) ჩატარდა.
ოპერაციები პროფესორმა საშა ალექსიძემ დამხმარე მედ–პერსონალთან ერთად ჩაატარა, პაციენტები კი საოპერაციოდ ოფთალმოლოგებმა იზა ცხვედიანმა და კობა ჩიღვინაძემ მოამზადეს.
„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ განხორციელებული აქციის ფარგლებში 1-4 ივნისს თვალის ოპერაცია ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 43–მა პაციენტმა გაიკეთა.

Back to Top