საკრებულოს ასმეორე რიგგარეშე სხდომა

 საკრებულოს ასმეორე რიგგარეშე სხდომა

27 ივნისს, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს ასმეორე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ასმეორე რიგგარეშე სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ვაჩაძე უძღვებოდა. ხოლო სხდომას ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი დავით გოგლიძე ესწრებოდა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი: 
 1. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისიის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
4. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
5. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; 
6. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;
7. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის საკომუნიკაციო მომსახურებისთვის ყოველთვიური ხარჯის ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს N13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
აღნიშნული საკითხები საკრებულოს წევრებმა განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

Back to Top