საკრებულოს ასმეოთხე რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს ასმეოთხე რიგგარეშე სხდომა

11 ივლისს, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს ასმეოთხე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ასმეოთხე რიგგარეშე სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა. ხოლო სხდომას ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად მხეიძე ესწრებოდა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი:                                                                          

  1. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

       2. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის          დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ოქტომბრის N42 დადგენილების   ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

აღნიშნული საკითხები საკრებულოს წევრებმა განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

Back to Top