ონში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

ონში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

13 ივლისს ონის მუნიციპალიტეტში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში გუბერნატორთან და გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და ქალაქ ამბროლაურის მერიის ხელმძღვანელები შედიან... 
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს. 
გუბერნატორმა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაზე ინფორმაციები უშუალოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან მოისმინა და მოუწოდა მათ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს. 
სხდომაზე განიხილეს მიმდინარე პერიდში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებული მდგომარეობა და სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობა. 
მომხსენებლებმა ასევე იმსჯელეს ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განთავსებისთვის ტერიტორიის გამოყოფისა და შენობების მშენებლობის საკითხზე.
გუბერნატორმა მითითება მისცა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, რომ განსაკუთრებულად იზრუნონ ქალაქების იერსახესა და სისუფთავეზე და პერიოდულად გამართონ მასშტაბური დასუფთავების აქციები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები.

Back to Top