საჭადრაკო ფესტივალი ,,გოგონათა და ჭაბუკთა შორის რაჭა 2017“ დაიწყო

საჭადრაკო ფესტივალი ,,გოგონათა და ჭაბუკთა შორის რაჭა 2017“ დაიწყო

ქალაქი ამბროლაური, საჭადრაკო ფესტივალს ,,გოგონათა და ჭაბუკთა შორის რაჭა 2017“-ს მასპინძლობს. საქართველოს მაშტაბით, თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალური რაიონის 80 (ოთხმოცი) მოჭადრაკე ერთი კვირის განმავლობაში შეეცდება თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს და ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2017 წლის 7აგვისტოს გაიმართება, მოიპოვოს ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული (სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში). ფესტივალს ორგანიზებას უწევს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაცია და ქალაქ ამბროლაურის კომპლექსური სასპორტო სკოლა. საჭადრაკო ფესტივალზე სიმბოლურად პირველი სვლა ქალაქის მერმა რატი ნამგალაძემ გააკეთა და ტურნირი გახსნილად გამოაცხადა. ტურნირს საერთაშორისო არბიტრი, ალექსანდრე არსენიძე და საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაცია ,,FIDE" -ს არბიტრი, ინგა კიკვიძე მსაჯობენ.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი თითოეულ მონაწილეს წარმატებას უსურვებს.

Back to Top