საკრებულოს ასმეექვსე რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს ასმეექვსე რიგგარეშე სხდომა

18 აგვისტოს 15საათზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს ასმეექვსე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ასმეექვსე რიგგარეშე სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა. რიგგარეშე სხდომას კი ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი რატი ნამგალაძე ესწრებოდა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

2. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ამბროლაურის საცურაო აუზის“ 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N94 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

3. „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სკოლისგარეშე სახელოვნებო სააღმზედელო დაწესებულების ქალაქ ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N90 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

4. „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N96 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

 5. „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ქალაქ ამბროლაურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“-ს 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N98 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

 6. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირებისა და წინასაარჩევნო კამპანიისათვის შენობა-ნაგებობის განსაზღვრის შესახებ;

 7. „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N14 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე;

8. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის N31 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

 9. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ.  

     საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

Back to Top