ახალი სტომატოლოგიური კაბინეტი ბავშვებს უფასოდ მოემსახურება

ახალი სტომატოლოგიური კაბინეტი ბავშვებს უფასოდ მოემსახურება

დანიური კომპანია ,,ფეა თრიიზ ფაუნდეიშენის“ დაფინანსებით და სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ქალაქ ამბროლაურში, სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18 წლამდე ახალგაზრდებს უფასოდ მოემსახურება. 
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით, პაციენტებს კი მოწვეული ექიმი–სტომატოლოგი მოემსახურება.
ახალი სტომატოლოგიური კლინიკა სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ ნიკორწმინდელ ეპისკოპოს მეუფე ვახტანგთან და კომპანია ,,ფეა თრიზის“ დამფუძნებელ მარიანა ბოლსთან ერთად გახსნა. გახსნას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე დანიელი სტუმრები. 
დაწესებულებაში არსებული ინფრატრუქტურა ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. 
სტომატოლოგიური კლინიკის მოსაწყობად კერძო ინვესტიცია 500 000 დანიური კრონის ოდენობით განხორციელდა.

Back to Top