გიორგი ამაშუკელი ქალაქის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

გიორგი ამაშუკელი ქალაქის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი რეგიონალური და მუნიციპალური პროექტების სამსახურის უფროსთან გიორგი როინიშვილთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორ პაპუნა მარგველიძეს, რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ქალაქ ამბროლაურის მერს რატი ნამგალაძეს და მოადგილე ზვიად მხეიძეს შეხვდა. 
სამუშაო შეხვედრაზე ამაშუკელმა მხარეში მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაზე ინფორმაციები უშუალოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან მოისმინა და აღნიშნა, რომ მთავრობის ყურადღება მიმართულია თითოეული მხარის გაძლიერებასა და რეგიონებში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე. 
ქალაქ ამბროლაურში გიორგი ამაშუკელმა მიმდინარე ,,გამწვანების აქციაში“ მიღო მონაწილეობა. გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად მარადმწვანე ხის ნერგები დარგო.

Back to Top