სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში

სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში

სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე და ქალაქ ამბროლაურის ვიცე-მერი დავით გოგლიძე საქართველოს ყველა რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობების, წარმომადგენლებთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავების ფარგლებში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდნენ,სადაც ნატოს შტაბ–ბინაში ოფიციალური შეხვედრები გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში აუდიენცია შედგა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან, ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ალექსანდრე მაისურაძესთან და მრგვალი მაგიდის ფორმატში - ნატოში გერმანიის, რუმინეთის და აშშ-ს მისიების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები, არსებული ვითარება და პერსპექტივები განიხილეს.
ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისისა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

Back to Top