საკრებულოს სამოცდამეექვსე რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს სამოცდამეექვსე რიგგარეშე სხდომა

30 მარტს 15საათზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს სამოცდამეექვსე რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომას ესწრებოდა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად მხეიძე.
სამოცდამეექვსე რიგგარეშე სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

  1. ქალაქ ამბროლაურში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე კრიხულას ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულების დადებაზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

       2. ქალაქ ამბროლაურში, ალექსანდრე გურგენიძის ქუჩისა და ბრატისლავა-რაჭის ქუჩის მიმდებარე ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულების დადებაზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით თანხმობა მისცეს.

Back to Top