ქალაქ ამბროლაურში ოფთალმოლოგიური ოპერაციები ჩატარდა

ქალაქ ამბროლაურში ოფთალმოლოგიური ოპერაციები ჩატარდა

სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქალაქ ამბროლაურში, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ოფთალმოლოგიური ოპერაციები (კატარაქტას ექსტრაქცია, ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლით) ჩატარდა.
ოპერაციები პროფესორმა საშა ალექსიძემ დამხმარე მედ–პერსონალთან ერთად ჩაატარა, პაციენტები კი საოპერაციოდ ამბროლაურის ოფთალმოლოგმა იზა ცხვედიანმა მოამზადა.
„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ განხორციელებული აქციის ფარგლებში 25–27 მარტს თვალის ოპერაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 32 პაციენტმა გაიკეთა.

Back to Top