დაიწყო მდ.კრიხულაზე მდებარე ხიდის რეაბილიტაცია

დაიწყო მდ.კრიხულაზე მდებარე ხიდის რეაბილიტაცია

ქალაქ ამბროლაურში  დაიწყო აღმაშენებლის ქუჩაზე მდ. კრიხულაზე მდებარე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის სახელშეკრულებო ჯამური ღირებულება 527308 (ხუთას ოცდაშვიდი ათას სამას რვა) ლარს შეადგენს.

ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება: სახიდე გადასასვლელზე გზისა და საფეხმავლო ნაწილის ასფალტო-ბეტონით დაფარვა, არსებული ბურჯების გამაგრება, ახალი დამცავი მოაჯირებისა და განათების მოწყობა.

აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადა 2016წლის 1 აპრილიდან - 2016 წლის 26 სექტემბრამდე განისაზღვრა.

     ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიზღუდება ტარნსპორტით  გადაადგილება.

      ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული შეფერხებისათვის.

Back to Top