გუბერნატორმა გაფართოებული თათბირი ჩაატარა

გუბერნატორმა გაფართოებული თათბირი ჩაატარა

გუბერნატორმა მხარეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა და თათბირზე დამსწრე საზოგადოებისგან მოისმინა ინფორმაციები სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.


როგორც ქ. ამბროლაურის მერმა რატი ნამგალაძემ აღნიშნა 2016 წელს ქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოეწყო გზის დამცავი ბეტონის კედლები, მიმდინარეობს ქუჩებისა და ჩიხების ასფალტირების სამუშაოები, საკანალიზაციო სისტემისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, ქალაქის მასშტაბით მოხდა 102 ერთეული ნაგვის ახალი კონტეინერის განთავსება, დასრულების ფაზაშია ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან არსებული სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები, უახლოეს პერიოდში კი იწყება კულტურის სახლთან მდებარე ე.წ. ,,მაგრელიოს“ სკვერის აღდგენა–კეთილმოწყობა, აღმაშენებლის ქუჩაზე ხორციელდება მდ. კრიხულაზე მდებარე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარეობს გურგენიძის ქუჩის ასფალტირების სამუშაოები და ამავე ქუჩაზე იგეგმება სპორტული მოედნის მოწყობა, ქალაქის რამდენიმე ადგილას დამონტაჟდება სპორტული ინვენტარი (ტრენაჟორები), გარდა ამისა დაგეგმილია ინტერნეტის ქსელით (WiFi სისტემა ) ქალაქის სრულად დაფარვა. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ ქ. ამბროლაურის მერია ახორციელებს უმნიშვნელოვანეს სოციალურ პროგრამებს...

თათბირის მიმდინარეობისას თავიანთი საქმიანობის ანგარიშები წარმოადგინეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებმა. 
გუბერნატორმა მოუწოდა ყველა სამსახურს და ორგანიზაციას, იზრუნონ ექსტერიერის სისუფთავესა და იერისახეზე და აქტიურად ჩაერთონ რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებულ დასუფთავების აქციაში, რომელიც აპრილის ბოლოს რეგიონის მასშტაბით გაიმართება.

Back to Top