სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია

სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია

    ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით 22 აპრილს 13:00 საათზე, პროექტის ,,სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" პრეზენტაცია გაიმართა.
  კონფერენცია ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის წარმომადგენლები წარუდგინა. 
სამწლიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ერთობლივად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის და ,,Arbeiter-Samariter-Bund" საქართველოს მიერ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის" პარტნიორობით.
,,სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური პროექტია, რომლის მიზანია რეგიონში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია,სფეროს განვითარების ხელშეწყობა,საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება.
  პროექტის ფარგლებში შეიქმნება და დაფინანსდება 14 ახალი სოციალური საწარმო საქართველოს მაშტაბით, 95 პოტენციური სოციალური მეწარმე გაივლის ინტენსიურ ტრენინგ-კურსს საწარმოს ინიცირებისა და მართვის შესახებ; მომზადდება 45 ბიზნეს-გეგმა სოციალური საწარმოს იდეის ავტორებისა და ექსპერტთა გუნდის ერთობლივი მუშაობის და სწავლების პროცესის საფუძველზე; ხოლო 20 მოქმედი სოციალური საწარმო მიიღებს მათ საჭიროებებზე მორგებულ,ინდივიდუალურ საკონსულტაციო მომსახურებას.

Back to Top