საბჭოს რიგით მეთხუთმეტე სხდომა

საბჭოს რიგით მეთხუთმეტე სხდომა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხების განმხილველი საბჭოს რიგით მეთხუთმეტე სხდომა. საბჭომ განიხილა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 23 მოქალაქის ინდივიდუალური განცხადება, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მიღებულ რეკომენდაციებს ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საბჭო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს. საბჭო გახლავთ სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 8 დეკემბრის #429 ბრძანებით. აღნიშნული საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებსა და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხებზე. საბჭოს საქმიანობა წარიმართება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების,შეწყვეტის,შეჩერებისა და აღდგენის წესის“ შესაბამისად. 2016 წლის 1იანვრიდან დღემდე, ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხების განმხილველ საბჭოზე წარმოდგენილი იქნა: 211 განაცხადი , აქედან უარყოფითი რეკომენდაცია მიეცა სამს, ხოლო საქმისწარმოება შეწყვეტილ ექნა ექვს პიროვნებას.

Back to Top