აქცია ,,მოდი ღამე მუზეუმში"

აქცია ,,მოდი ღამე მუზეუმში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყო.

ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი გახლდათ:

• შერეული გამოფენა,
• თეატრალური ბლიც-წარმოდგენა,
• კოსტუმირებული პერფორმანსი,
• ქორეოგრაფიული და ინსტრუმენტალური ნომრები,
• კლასიკური მუსიკის შედევრების მოსმენა.

დამთვალიერებლებისთვის მუზეუმი ღამის 1 საათამდე იქნება ღია - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში მიმდინარეობს.

Back to Top