,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ აქცია ქალაქ ამბროლაურში

,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ აქცია ქალაქ ამბროლაურში

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია აქციაში - ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ ჩაერთო. მერმა რატი ნამგალაძემ და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტების დასახმარებლად გაიღეს სისხლი.

აქციაში ასევე, სახელმწიფო-რწმუნებულის გუბერნატორის აპარატის წარმომადგენლები და ქალაქში არსებული სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ მედ-პერსონალი ადგილზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში იყვნენ განთავსებულნი. საპატიო სიგელით ,,უანგარო დონორობისთვის“ დაჯიდოვებულ იქნა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი რატი ნამგალაძე. სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 60 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი(ბოტკინი), არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი), არ უნდა იყოს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ბოლო 24-36 საათის განმავლობაში.

Back to Top