ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ქალაქის შემოსასვლელის მონუმენტის ფოტო მასალა არის პროექტის ესკიზი, რომელშიც შესაძლებელია  გარკვეული კორექტირების შეტანა.

   მონუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისთვის  გათვალისწინებულ იქნება ქალაქის მახასიათებელი მნიშვნელოვანი დეტალები, გარდა ამისა მომავალში  დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

      ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა კომპეტენტური ადამიანის აზრი,  თუმცა გთხოვთ მხოლოდ მოწონებით ან არმოწონებით ნუ შემოიფარგლებით და 2016წლის 15 ივნისამდე, მოგვაწოდეთ მოსაზრებები მონუმენტის საბოლოო იერსახესთან დაკავშირებით.

    ქ. ამბროლაურის მერია განიხილავს თქვენს მიერ შემოთავაზებულ ყველა კომპეტენტურ  წინადადებას.

   მასალები კი გთხოვთ წარმოადგინოთ, ქ. ამბროლაურის მერიის ოფიციალურ  ელ. ფოსტაზე:  info@ambrolauri.gov.ge  

Back to Top